„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც მომავალ სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
„საუბარი შეეხო უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც 14 მარტს გაიმართება, 17 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენას, ასევე მიმდინარე საკითხებს“,- აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.