რუსების ისტორიული კატასტროფა და ტრაგედია ისაა, რომ სახელმწიფო კონსტრუქცია ვერ ააგეს, ისტრიული ტრაექტორია განვითარებისა არ იყო უწყვეტი და საკუთარი კულტურული წიაღიდან გამომდინარე: წყვეტები იყო უზარმაზარი ნახტომებით და სრულიად სხვადასხვა პარადიგმებზე აგებული!
უკანასკნელი ტრაგედია რუსებისა - ეს 90-იანი წლებია!
არ შეიძლება უდიდესი დამოუკიდებელი სახელმწიფო კრიმინალზე, უსაზიზღრეს კორუფციაზე და მაფიურ (კლანურ) სისტემაზე ააგო და ხელისუფლებაში მარიონეტები გყავდეს:
სახელმწიფო კარგავს თავის უმთავრეს ფუქნციას.
რუს მილიარდერთა უდიდესი ნაწილი (მცირე გამონაკლისის გარდა), რუსული კრიმინალიდან გამოსული ხალხია, რუსული კრიმინალი კი ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, მტაცებლური და დაუნდობელია მსოფლიოში! სწორედ ამ ოლიგარქებმა შეუქმნეს პრობლემები სახელმწიფოს!
რუსეთის თანამედროვე პოლიტიკაში კი არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი-ლიდერი, რომელიც რუსი ხალხის მართლაცდა უიშვიათეს შესაძლებლობებს გახსნიდა, ღირსეული ცხოვრების პირობებს შეუქმნიდა საკუთარი ეფექტური შრომის ხარჯზე და წარმატების ქვეყნად აქცევდა, ალაგმავდა კრიმინალს, უსაზიზღრეს კორუფციას და ამ ფანტასტიკური რეალური სიმდიდრის ქვეყანას განვითარების ტრაექტორიაზე გაიყვანდა!
როგორც ვხვდები - როგორც კი ეს ამბები დასრულდება რუსეთის პეზიდენტი და მისი გარემოცვა ხელისუფლების გადაცემას გააკეთებს! აუცილებლად!
რამდენადაც შევნიშნე, კარგა ხანია ამზადებენ რამდენიმე ჯგუფს, მაღალი დონის განათლებაც მიაღებინეს: რუსეთში+დასავლეთში! თუ რაიმე წმინდა რუსული პოლიტიკური სამზარეულოს მორიგი უბედურება არ მოხდა, - რაღაც განსხვავებულია მოსალოდნელი, თუმცა რა შანსი აქვს იმ ჯგუფებიდან ვინმეს ხელისუფლებაში მოყვანას - ამას მხოლოდ რუსეთში არსებული სამი პოლიტიკური ელიტა განსაზღვარვს: სპეცსამსახურების ელიტა, სამხედრო ელიტა და ლიბერალური ელიტა. ეს უკანასკნელი 30 წელია უცვლელად აკონტროლებს საფინანსო-ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს, სამხედროები გასაგებია ვინც არიან! აი, რამდენად სპეცსამსახურების ელიტამ გაქაჩა კრიტიკულ სიტუაციაში - ვერ გეტყვით!
მოკლედ, ეს სცენარი იქნება, მაგრამ რუსული ელიტები - არაპროგნოზირებადია!
დემურ გიორხელიძე,
ანალიტიკოსი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.