„ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილი გაუყენა მარგველაშვილის გზას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
„ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. მთავარ კუდიანად დანიშნა სალომე ზურაბიშვილი (იმპიჩმენტისთვის საფუძვლის მოსამზადებელი შეკითხვით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს), ხოლო ეშმაკები არიან ოპოზიციაში, რომლებიც ეწევიან საბოტაჟს და ქვეყანაში გააქრეს შაქარი.
მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილი გაუყენა მარგველაშვილის გზას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.