მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტში არსებული ან ახალაშენებული შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების პროგრამა დაამტკიცა.
პროგრამა ითვალისწინებს არსებული საცხოვრებელი სახლების, სვანური საცხოვრებელი სახლების (მაჩუბი), სასაქონლე შენობებისა და სვანური კოშკების ავარიული სახურავების რეაბილიტაციას, აგრეთვე ახალაშენებული შენობების, მათ შორის კომერციული ფართების გადასახური მასალით (თუნუქი, ყავარი) დახმარებას.
აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქემ, მერიაში საკითხის შესწავლის მიზნით უნდა წარმოადგინოს:
შესაბამისი ბლანკით წარმოდგენილი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სახელზე;
მერის წარმომადგენლის (რწმუნებულის) მიერ გაცემული შენობა-ნაგებობის აღდგენის ან/და მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების დამადასტურებელი ცნობა (მეორე ეტაპი გულისხმობს, გადასახური მასალით დახმარების მიზნით წარმოდგენილ შენობაზე გადახურვისთვის საჭირო შესაბამისი ხის კონსტრუქციის მოწყობის დასრულებას);
გადასახურად გამზადებული ან დაზიანებული შენობა-ნაგებობის, როგორც შენობის გარე ფასადების (ოთხივე მხრიდან), ასევე გადასახურად გამზადებული ხის კონსტრუქციის ფოტოსურათები;
მოქალაქეებზე გადასახური მასალა გაიცემა სრულყოფილი დოკუმენტაციისა და დადგენილებაში აღწერილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე.
მასალა გაიცემა მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ (მისამართი: რაშიბ ნაკანის ქ. N7, დ.მესტია) მიღება-ჩაბარების წესით.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.