„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უშგულისა და კალას ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთო კრებები გაიმართა
15-03-2022, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები გაიმართა უშგულისა და კალას ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 


უშგულის 5 სოფელში, მოსახლეობის მიერ განსახორციელებლად შეირჩა ხიდების რეაბილიტაციის, გარე განათებისა და წყლის სისტემის მოწყობის პროექტები.

 

 

კალას ადმინისტრაციული ერთეულის 4 სხვადასხვა სოფელში პრიორიტეტულ პროექტად წყლის სისტემის მოწყობა დასახელდა, ხოლო დანარჩენ 3 სოფელში მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მოწყობა და შიდა გზის რეაბილიტაცია შეარჩია პრიორიტეტად.

 


აღსანიშნავია, რომ კალას ადმინისტრაციული ერთეულიდან მოსახლეობის მიერ შემოტანილი იყო 6 წინასწარი საპროექტო განაცხადი, რომელთა პრეზენტაციაც კრებაზე პროექტის ავტორებმა თავადვე წარადგინეს. განსახორციელებელი პროექტები შეირჩა ღია კენჭისყრის გზით.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა თავად ირჩევს პროექტს რომელიც დასახლებაში უნდა განხორციელდეს. კალას და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულის თითოეული სოფლისთვის განსაზღვრული თანხა 10000 ლარს შეადგენს.

 


ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი