იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მშენებლებმა გუბერნატორს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ყურადღება პროექტების ხარისხიანად და ვადების სრული დაცვით შესრულებაზე გამახვილდა.
იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე სამუშაოები სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის არის განახლებული რეგიონების, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის, რეგიონული და მუნიციპლური განვითარების ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტები.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ამირან თევდორაძე ესწრებოდნენ.
2021 წელს იმერეთში 2 368 პროექტი განხორციელდა, მათ შორის მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.