საქართველო მსოფლიოს სხვა პროგრესულ საზოგადოებასთან ერთად შეებრძოლება ტერორიზმს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა.
აგულაშვილის განმარტებით, ISIS-ის საფრთხე პროგრესული საზოგადოებისთვის ახალი არ არის.
"საფრთხეები არ არის ახალი და ეს საფრთხეები დღეს არ გაჩენილა. განსაკუთრებით თუ ვლაპარაკობთ ISIS-ზე. ეს საფრთხეები უკვე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა აწუხებდეს წესით პროგრესულ საზოგადოებას მთელს მსოფლიოში. არის ხოლმე გარკვეული მომენტები, როდესაც ხდება ამ საფრთხეების გამძაფრება და ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც იმ ტიპის გამოწვევა მიიღო პროგრესულმა საზოგადოებამ, რომელზეც მან საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველო იდგება იქ, სადაც არის პროგრესი და საქართველო მსოფლიოს სხვა პროგრესულ საზოგადოებასთან ერთად შეებრძოლება ტერორიზმს", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.