ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, დეპუტატი ვოსკან ელოიანი, ინფრასტრუქტურისა და ირუდიული სამსახურების უფროსები არმენ ბდოიანი და ხორენ ავეტისიანი, გორელოვკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მნაცაკან ბაბაჯანიანი ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა სოფლებში - გორელოვკა, ეფრემოვკა, ჟდანოვი, სამება, ორლოვკა, სპასოვკა, კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფ. გორელოვკა
- ხიდის რეაბილიტაცია
სოფ. ეფრემოვკა
- მინი სპორტდარბაზის მშენებლობა, მე-2 ეტაპი
სოფ. ჟდანოვი
- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
სოფ. სამება
- სასმელი წყლის სისტემის მოწყობა
სოფ. ორლოვკა
- სპორტდარბაზის რეაბილიტაცია
სოფ. სპასოვკა
- პირუტყვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.