არ გაბედოს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ნაწარმად შეფუთვა რუსული ლითონის, ძვირად დაუჯდებათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
„რუსეთმა კიდევ ერთი დიდი დარტყმა მიიღო-ევროკავშირმა აკრძალა რუსეთიდან რკინისა და ფოლადის ნაწარმის იმპორტი, მათ შორის სამშენებლო არმატურის. არ გაბედოს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ და სხვა შუალედურმა ექსპორტიორებმა სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ნაწარმად შეფუთვა რუსული ლითონის. ძვირად დაუჯდებათ.
ეს ქარხანა ხელისუფლების წარმომადგენლებს (ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებს) ეკუთვნის და არაფერია გამორიცხული. პერსონალური სანქციები არ ასცდებათ“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.