კახა კალაძე: თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბრძოლო იარაღის წარმოებასთან კავშირი არ აქვს
16-03-2022, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


კახა კალაძის თქმით, გავრცელებულ ტყუილებს შორის იყო ისიც, რომ თითქოს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იარაღს აწარმოებს. მისი განმარტებით, კომპანია „მეტროვაგონმაშს“ და მთლიანად ჰოლდინგს, რომელშიც ეს კომპანია შედის, საბრძოლო იარაღის წარმოებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 


„ბევრჯერ მითქვამს, რომ არავის გავუტარებთ სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ დღეებში თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთი ტყუილი გაავრცელეს. მათ შორის იყო ის, რომ თითქოს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იარაღს აწარმოებს. ამდენი ტყუილის მოგონება და ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება, არვიცი. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან. ამ ჰოლდინგში რამდენიმე კომპანიაა გაწევრიანებული. არათუ ამ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ჩვენს ტენდერშია გამარჯვებული, არამედ ჰოლდინგის არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან.ასევე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გამარჯვებული კომპანიის შესახებ. მათ პროდუქცია მიწოდებული აქვთ მაგალითად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქბუდაპეშტისთვის, ასევე, სერბეთისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 


კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით განხორციელდა და ყველაფერი მათ მიერ დადგენილი წესებით მიმდინარეობს.

 


„კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რომ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვის წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც: თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ს მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე, ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ.

 

 

ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები აქვს. შესაბამისად, ჩვენც ამ ეტაპების გავლა მოგვიწია. 2021 წლის ნოემბერშიგამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ეს ამბავი დაუკავშირეს რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს და სანქციებს.არაერთი სიბინძურე და არასწორი განცხადება მოვისმინეთ ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე. მერე გამოდიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუე არის თქვენი დღის წესრიგი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და „გაფარჩაკდებით“. ასე რომ, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, გამარჯვებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეჩერებულია და თბილისის მერია ელოდება EBRD-ს გადაწყვეტილებას.

 

 

„რაც შეეხება უშუალოდ ვაგონების შესყიდვას, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში. ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ჩვენც ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ჯერჯერობით, თანხის გადარიცხვა შეჩერებულია, იმიტომ, რომ არვიცით თუ რომელ კომპანიებს დაეკისრება სანქციები. საბოლოოდ, ჩვენს დედაქალაქს აუცილებლად ექნება ახალი მეტროს ვაგონები, რომლითაც მოსახლეობას მოვემსახურებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი