გია ხუხაშვილი: წარმოიდგინეთ, რა მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას
17-11-2015, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას დიდი პრობლემა აქვს, რადგან მისი ლეგიტიმაციის დონე სუსტია. როგორც ხუხაშვილმა გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა, ხელისუფლებასაც და ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალას ანუ „ნაცმოძრაობას“, ჯამურადაც კი, დაბალი რეიტინგი აქვთ.


ექსპერტის თქმითვე, ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილები ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევენ და მუდმივად თავიანთ კინკლაობას გვაყურებინებენ. ამ დროს საზოგადოება, რომელიც ამ ქვეყანაში მთავარი მოთამაშეა, დავიწყებულია.


„31 ოქტომბრის არჩევნებმა ხელისუფლების პრობლემები კარგად წარმოაჩინა. შეზღუდული კონკურენციის პირობებშიც კი დამაჯერებლობას მოკლებული გამარჯვება მოიპოვეს.


წარმოიდგინეთ, რა მოხდება საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაღალი აზრი არც ერთ მათგანზე არა მაქვს და ისიც ვიცი, რომ „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებლად კონკურენციას ვერც ერთი ვერ გაუწევს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.


2016 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კონკურენტი ქართველი საზოგადოება იქნება და არა რომელიმე პარტია. ამ პოლიტელიტის პირობებში ხელისუფლება არჩევნებს მოიგებს, მაგრამ მისი ლეგიტიმაცია იქნება სუსტი“ - აცხადებს ხუხაშვილი.


მისი თქმითვე, სუსტ ლეგიტიმაციას ქვეყანაში პოსტსაარჩევნო კრიზისი მოჰყვება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლებას ეტყვის, მე შენ არ ამირჩევიხარო.


„ამის გარდა, მის წინააღმდეგ გაერთიანდება მთელი ოპოზიცია და ძალიან მაინტერესებს, როგორ მოახერხებენ ამ კრიზისის გადალახვას. პირდაპირ გეტყვით, რომ ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება. ასეთი კრიზისის გადალახვა სააკაშვილის ჩამოყალიბებულ რეჟიმსაც კი გაუჭირდა“ - აცხადებს ხუხაშვილი.


newspress.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი