თბილისის მერია მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით დღეს უსახლკაროსსტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დაახლოებით, 60 ბინას შეისყიდის.
„წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრისის გარეშეარ დარჩებოდა. ამ მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები და კონკრეტულ პროგრამას ვახორციელებთ. მის ფარგლებში, უსახლკარო სტატუსის მქონე ოთხ ოჯახს დღეს საცხოვრებელი უნდა გადავცეთ. წელს, დაახლოებით, 60 ბინას შევისყიდით და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახისაცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პარალელურად, უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებების განხილვაგრძელდება.
„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური უსახლკარო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს. საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება. ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართეთ თქვენს რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.