თბილისის მერია მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიის, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე სივრცის მოწესრიგებას იწყებს.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გვინდა, მოვაწესრიგოთ მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ, ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარედ არსებული სივრცე. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს და ისნის რაიონის გამგებელს, ნიკოლოზ ელისაშვილს, დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე, ადგილობრივი ბაზრობების ხელმძღვანელობასთან, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდესის ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გავლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე, თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დაიწყოს მუშაობა აღნიშნული ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ამასთან, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„როგორც იცით, დაწყებულია მეტროსადგურ„ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. გარემოვაჭრეებმა გადაინაცვლეს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, რასაც აქამდე ქუჩაში აკეთებდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც გამვლელებისთვის, ასევე, მათთვისაც. შეუძლებელია, იმ ფორმით და იმ ვითარებაში ეს პროცესი გაგრძელებულიყო. შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ბაზრობის ტერიტორიაზე.ასევე, აღებულია ჯიხურები, რომელიც ხელს უშლიდა მეტროს ჩასასვლელში გადაადგილებას. დაწყებულია ამ სივრცის მოწესრიგება, რაშიც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურია ჩართული“, - აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.