დედაქალაქის მერი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თბილისში იმყოფებიან. კახა კალაძემ მათ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, უკრაინელ პატარებს პირადად გაუკეთა საჩუქარი საბავშვო გასართობი პროგრამის, სათამაშოებისა და ტკბილეულის სახით.
დედაქალაქის მერმა უკრაინის მოქალაქეებს ყველა სახის მხარდაჭერა აღუთქვა და თბილისელების სახელით მშვიდობა უსურვა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სხვანაირი იქნებოდა, უკრაინაში მშვიდობა რომ იყოს და არ ხორციელდებოდეს საომარი მოქმედებები. ძალიან მძიმეა, დამანგრეველია ეს ჩვენთვის. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს. მე ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელებთან. საქართველო დგას უკრაინის გვერდით - ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებასხვადასხვამხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს, თბილისში მცხოვრები უკრაინელების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე დედაქალაქის მერიაც იზრუნებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის გარდა, უკრაინულ ოჯახები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მომსახურებითაც უფასოდ ისარგებლებენ.
„თქვენი პატარები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეგიძლიათ მიიყვანოთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში და ამის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩემი მოადგილე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო, საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი ყოველთვის უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.