ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მარკ რუტეს თქმით, მან გამოხატა ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
“ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბოლო მოვლენების შესახებ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”,- აღნიშნავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.