ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების შერჩევა მიმდინარეობს
16-03-2022, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.


ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ქვედა ცაგერის, ჭალისთავის ,გვესოს, ნაკურალეშის, ცხუკუშერის, სპათაგორის, ლაცორიის, ლეშკედის, საირმის, ორბელის, ლაჯანის, კურცობის, ალპანის, აჭარის, ზოგიშის, ცაგერას, ლაილაშის, თაბორის, სურმუშის, ტვიშის, ორხვის, ლახეფას, ქორენიშის, დეხვირის, მახაშის, ლესინდის მოსახლეობას შეხვდნენ.


ცაგერის მერიის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები, მოსახლეობას განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე.


საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:


სოფელი ქვედა ცაგერი- სოფლის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.სოფლის სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ,,კულაშის უბანში" სკვერის კეთილმოწყობა. ,,გიორგავა ღელის" სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.


სოფელი ჭალისთავი- სპორტული დანიშნულების თამაშებისათვის არსებული შენობის რეაბილიტაცია. სოფელი გვესო- გარე განათების მოწყობა. სოფლის წყალსადენის რემონტის სამუშაოები.


სოფელი ნაკურალეში - სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.სასოფლო გზის რემონტი. დიდგორის სკვერის კეთილმოწყობა. სოფელი ცხუკუშერი- სასოფლო გზების რეაბილიტაცია. გარე განათების მოწყობა.


სოფელი სპათაგორი-წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა.


სოფელი ლაცორია-წყალსადენის მოწყობა. ქვედა ლაცორიაში ღია სანიაღვრე არხის მოწყობა. სოფელი ლეშკედა- გზის მოხრეშვა.


სოფელი ორბელი- გარე განათების მოწყობის სამუშაოები. სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ღია სანიაღვრე არხის მოწყობა.


სოფელი კურცობი- სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.


სოფელი ლაჯანა- გარე განათების მოწყობის სამუშაოები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი