საქართველოს პროკურატურამ „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
17-03-2022, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურამ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

 


საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის დეკემბერში, მოქალაქე გ.ა.-მ და ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა რ.ლ.-მ, სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთმანეთთან ყალბი მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კომპანიას დამკვეთისთვის, თითქოსდა უძრავი ქონების საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

 


ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გ.ა-მ და რ.ლ-მ საპროექტო მომსახურების ანაზღაურების მოტივით, საწარმოს მფლობელობაში არსებულ პოს-ტერმინალზე უნებართვოდ გააქტიურეს უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი VISA პლასტიკური ბარათი, რის შედეგადაც რ.ლ-ს საკუთრებაში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე უკანონოდ ჩარიცხეს სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ კუთვნილი 239 450 ლარი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.

 


გ.ა.-ს და რ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 


გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და მხილების მიზნით.

 


ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი