ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონისII კვარტალში N32-33 კორპუსების მიმდებარედ ახალი სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყობა. დასასვენებელი სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია.
პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და დასასვენებელი პავილიონი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ფეხბურთის მოედანს, სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება ბალახის საფარი.
ადგილობრივ მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძეთბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად შეხვდა დასკვერის პროექტის დეტალები გააცნო.
„ამ ტერიტორიაზე ახლა მხოლოდ დაზიანებული ატრაქციონები და განადგურებული ინფრასტრუქტურაა. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო გასართობი ზონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებული გვაქვს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
პროექტის ღირებულება 736 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.