მათეუშ მორავიეცკი: საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
17-03-2022, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს უჭერს- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა და უკრაინელებს ქართველებზე კარგად ვერავინ გაუგებს.

 

 

„ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ. ამიტომ, ამ ადგილიდან მინდა გამოვხატო ჩემი ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრებისადმი, რომლებიც საქართველოში რთულ სიტუაციაში იმყოფებიან ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა. ამიტომ, პოლონეთი დღემდე მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს ის გზა, რომელიც თვითონ სურს. ამიტომ, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი