მათეუშ მორავიეცკი: თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა, ლეხ კაჩინსკიმ მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მხარდასაჭერად ჩამოვიდა
17-03-2022, 17:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა, ლეხ კაჩინსკიმ მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მხარდასაჭერად ჩამოვიდა, მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ჟესტი,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.

 

 

მორავიეცკის თქმით, ლეხ კაჩინსკიმ თავისი ჟესტით პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს.

 

 

„ყველა კავშირისთვის აუცილებელია ღირებულებათა სისტემა, სიმართლე. ჩვენ ყველა ვეძებთ საძირკველს, სიმართლეს. ბატონმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანობა, ევროპული კულტურა, რომელიც სიკეთეს, თავისუფლებას და სიმართლეს ეყრდნობა. ასევე, მნიშვნელოვანია რომაული კანონი, ქრისტიანული ტრადიცია. კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ცივილიზაციებს შორის უნდა იყოს მიზნების და ერების კავშირი, რომლებსაც სწამთ თავისუფლებისა და რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. როდესაც ამ ღირებულებების შელახვა ხდებოდა, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ძალიან მგრძნობიარე იყო ამ ტკივილის მიმართ. ის ძალიან მგრძნობიარე იყო საერთაშორისო აგრესიის მიმართ. თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთ ბარბაროსულ აგრესიასთან მოხდა კონფრონტაცია. ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი“’,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი