არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რევაზ ჯაველიძეს შეხვდნენ
17-11-2015, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა”, "პოზიციამ" და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც დეტალურად გაეცნენ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტროს ღონისძიებებსა და სტრატეგიულ გეგმებს.


როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის საკითხი. რევაზ ჯაველიძის თქმით, ახალგაზრდული ორგანიზაციები ყურადღების განსაკუთრებულ დეფიციტს გრძნობენ, სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება კი, მათთან სრულფასოვანი კომუნიკაცია და სხვადასხვა პროექტების შეთავაზებაა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამინისტრო პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს ეთნიკური უმცირესობათა თემის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მსჯავრდებულ ახალგაზრდების ინტეგრაციის პროცესს. მინისტრის მოადგილის ინფორამციით, მომზადდება მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც გამოკვეთს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს და დააზუსტებს ქვეყანაში მათ ოდენობასაც. სამინისტრო გეგმავს სათანადო ყურადღება დაუთმოს იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც მოღვაწეობდნენ საერთაშორისო სამხედრო მისიებში და მიღებული ტრანვების შედეგად, ვერ ახორციელებენ სრულფასოვან მოქმედებებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ახალგაზრდული ცენტრების“ პროექტს, რომელიც 2016 წლიდან, საქართელოს 10 დიდ ქალაქში დაიწყება. ნავარაუდებია, რომ ახალგაზრდული ცენტრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონებში არაფორმალური განათლების მიღებაში და იქცევა მნიშვნელოვან კულტურულ კერებად. სამინისტრო გეგმავს განავითაროს ბანაკების სისტემაც. კანონმდებლობის დონეზე შემოიტანოს „ახალგაზრდა მუშაკის“ ცნებაც, რომელიც იქნება სერთიფიცირებული სპეციალისტი და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სამიზნე ჯგუფებთან ურთიერთობის დროს. დაგეგმილია „ახალგაზრდობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონის მიღებაც, რომელის პროექტიც, ამჟამად, დახვეწის პროცესშია. ამასთან, შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა მანანა ქავთარაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ წარმატებით შეასრულა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც 2015 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით არსებობდა. მომზადებულია დოპინგის აკრძალვის შესახებ სტრატეგია, მაყურებლის მხრიდან სპორტულ ღონისძიებებზე ძალადობის მიმართ პრევენციის დოკუმენტი და ცალკე მსჯელობა ეთმობა ე.წ. „ჩაწყობილი თამაშების“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


როგორც შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ალიანსი დაინტერესებულია მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს სამინისტროების მუშაობას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ნაწილში, ხოლო შემდგომში, მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ საზოგადოებასთან დიალოგში და არგუმენტების დროს. შეხვედრაზე „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა სურვილი გამოთქვეს სამინისტროსთან შემდგომი მჭიდრო ურთიერთობებისა და საერთო მნიშვნელობის ღონისძიებებში ჩართულობის შესახებ. აღინიშნა, რომ ალიანსი 2016 წლის იანვარში გამოაქვეყნებს 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტრონგის შედეგებს, სადაც ცალკე ყურადღება დაეთმობა სამინისტროს შესრულებულ საქმიანობას.


შეხვედრა სამინისტროში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციტივის: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2013 წლიდან არსებობს. ორგანიზაციამ 2015 წლის აპრილში დააფუძნა არასამთავრობოთა ალიანსიც: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“, რომელიც აქტიურად ლობირებს საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესს. ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესში პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ. ალიანსი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ქვეყნის ევროკავშირის წევრობამდე პერიოდში, მხარს დაუჭერს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი