საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ნებართვა მისმა ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ გასცა, რაც „რუსეთმა აღიარა ჩვენს საბაჟო საზღვრებად ფსოუ და ზემო ზარმაგი (როკის გვირაბი)“, ეს კი, მისი თქმით, „უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება იყო“.
რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ჩვენი სრულიად არაკომპეტენტური და მავნებელი მთავრობის განცხადებებს, რომელსაც ისინი საკუთარი ღალატის გასამართლებლად და ჩვენს დასადანაშაულებლად იყენებენ.
საქართველო იყო უკანასკნელი ქვეყანა, ვინც ეს თანხმობა მისცა მიუხედავად ამერიკელების მხრიდან 2-წლიანი ძლიერი ზეწოლისა. ჩვენ ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ გავეცით, რაც რუსეთმა აღიარა ჩვენს საბაჟო საზღვრებად ფსოუ და ზემო ზარმაგი (როკის გვირაბი). ეს უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება იყო!
მას შემდეგ, რაც ესენი მოვიდნენ, დარწმუნებული ვარ, რუსებისვე დავალებით დაივიწყეს ეს ხელშეკრულება და ახლა თავხედობა ყოფნით და აქეთ შემოგვიტრიალდნენ“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.