საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარე გათავისუფლების მიზეზად ფოცხვერიას ავადმყოფობას ასახელებს.
ადვოკატების თქმით, მათ აქვთ ყველა მტკიცებულება, რაც მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობაზე მეტყველებს.
„წარვადგენთ ყველა იმ მტკიცებულებას, რაც ტარიელ ფოცხვერიას მძიმე ავადმყოფობაზე მეტველებს. ეს უკვე გათავისუფლების საფუძველია. იმედია, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და დაცვის მხარის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები ობიექტურად იქნება შეფასებული“, - ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფოცხვერია „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით იხდის სასჯელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.