დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა.
გზის გაწმენდის პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. შესაბამისი სამუშაოები, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საჭიროებისამებრ გაგრძელდება.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“- 2 61 90 50, ასევე მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.