ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს.
მერიის მოადგილის, არმენ ბდოიანის განცხადებით, გზების გაწმენდისა და უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, სპეცტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მუშაობს.
ამჟამად იწმინდება ეშტიის ( ეშტია, თორია, უჩმანა, ღაურმა) ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისკენ მიმავალი გზების მონაკვეთები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.