საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს.
„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება.
სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება.
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა...
ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.