ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა - ქარბუქმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა
20-03-2022, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

მერის მოადგილის, არმენ ბდოიანის განცხადებით მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში მიმავალი გზები ამ დროის მდგომარეობით დაკეტილია.


ძლიერმა ქარმა და ქარბუქმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების შენობების სახურავები.


შეძლებისდაგვარად იწმინდება სოფლებში მიმავალი გზები, სადაც ხილვადობა ამის საშუალებას იძლევა.


ამჟამად თოვლის საფარისგან სათხის ადმინისტრაციული ერთეულის (ოროჯალარი, სათხა, დიდი და პატარა არაქალი) და ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის (დიდი ხანჩალი) სოფლებისკენ მიმავალი გზების მონაკვეთები იწმინდება.


ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი