„ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:
ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნევა აქ საბრძოლო გამოცდილებად);
ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);
გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).
დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;
აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობს, უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ“, - წერს უკრაინაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.