[ვიდეო] კახა კალაძე: მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები... ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს
21-03-2022, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ წუთში ვიმყოფებით, წყნეთში, ზედა წყნეთში, სადაც არის ავტობუსების ბოლო გაჩერება. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მერიის სამსახურების მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უპრობლემოდ გადაადგილდება შეძლოს.

 

 

 


„პარასკევს დაიწყო თოვა და დღესაც არ გადაუღია, უკვე მეოთხე დღეა უწყვეტად თოვს და მთელი ამ დღეების განმავლობაში დღე და ღამე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, ასევე მეორადი ქუჩების. მართლაც უხვი ნალექია, ამდენი თოვლი, მე პირადად 16 წელია ვცხოვრობ წყნეთში და ასეთი რამ ნამდვილად არ მახსოვს. თოვა გრძელდება, არ ჩერდება და ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს, შესაბამისად, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ტექნიკა მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი