GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი პარასკევს პოლონეთში ჩავა მას შემდეგ, რაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება, - იტყობინება თეთრი სახლი.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
„პრეზიდენტი განიხილავს იმას, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა ომმა შექმნა უკრაინაში“, - თქვა ფსაკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.