FSB-მ რუსეთის ავიალაინერის A321-ის სინას ნახევარკუნძულზე მომხდარი კატასტროფა ტერორისტულ აქტად შეაფასა
17-11-2015, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ეგვიპტიდან პეტერბურგის მიმართულებით მიმავალი რუსული ავიალაინერის A321-ის სინას ნახევარკუნძულზე მომხდარ კატასტროფას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.


"ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია", - აღნიშნა ბორტნიკოვმა და დასძინა, რომ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ექსპერტიზა იძლევა, რომელმაც თვითმფრინავის ელემენტებსა და პირად ნივთებზე ასაფეთქებელი საშუალების კვალი აღმოაჩინა.

 


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს "დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვიან და დასჯიან".

 


რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, პროვინცია ჩრდილო სინაის მთიან რაიონში, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. შედეგად ბორტზე მყოფი 224 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი