ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს
21-03-2022, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად.

 

 

„ჩვენ, ყველა ერთად, ვაშენებთ თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, საქმიან თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას აქვს ქვეყნის სასიკეთოდ შრომისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. სადაც მნიშვნელოვანია არა ქრომოსომების რაოდენობა, არამედ ის ზრუნვა, რასაც ერთმანეთის მიმართ ვეწევით.

 

 

ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების სფეროებში დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, მათი თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ისეთი ვითარების შექმნას, სადაც ისინი სულ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

 

 

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით გპირდებით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს,”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი