ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო, სოფლებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად პრობლემა აღმოფხვრილია 16 სოფელში და აღდგენილია საგზაო მოძრაობა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები სპეც.ტექნიკით და ეტაპობრივად ყველა სოფლისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე აღდგება მოძრაობა.
როგორც ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა დააზიანა 70-ამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი და ელექტრო გაყვანილობა. ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 10-12 ოჯახს. პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.