GUARDIAN.GE - ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოინგი 737-800, რომლის ბორტზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, ორშაბათს სამხრეთ ჩინეთში, პროვინცია გუანჯოუში, მთებში ჩამოვარდა. სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე სიცოცხლის ნიშნები არ აღინიშნებოდა, იტყობინება Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავში 123 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ის „შოკირებულია“ კატასტროფის გამო და გამოძიების ბრძანება გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.