რუსული „კომსომოლსკაია პრავდა“: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინის ომში 9861 რუსი სამხედრო პირია მოკლული
22-03-2022, 08:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE - რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.

 


როგორც CNN იტყობინება, რუსულ ტაბლოიდში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა: „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პერიოდში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 9861 ადამიანი, დაიჭრა 16153“.

 


CNN-მა გააანალიზა ვებგვერდის HTML კოდი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სტატია გამოქვეყნდა ორშაბათს, მოსკოვის დროით 12:09 საათზე, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ახალმა ამბავმა სოციალური მედიის ყურადღება მიიპყრო, ინფორმაცია განახლდა და რუსი სამხედროების სიკვდილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ცნობა სტატიიდან ამოღებული იღო.

 


სტატიის განახლების შემდეგ, „კომსომოლსკაია პრავდამ“ მოგვიანებით გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ადმინისტრატორის ინტერფეისზე წვდომა გატეხეს“ და „ყალბი ჩანართი გაკეთდა პუბლიკაციაში“. მასში აღნიშნულია, რომ „არაზუსტი ინფორმაცია მაშინვე ამოიღეს“, თუმცა როგორც CNN-ის ანალიზმა აჩვენა, განახლება 21 საათის შემდეგ გაკეთდა.

 


2 მარტის შემდეგ რუსეთს თავისი სამხედრო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობით, გარდაცვლილი რუსი სამხედროების რაოდენობა 498-ს შეადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით კი, უკრაინაში მიმდინარე ომში 10 000-ამდე რუსი სამხედროა მოკლული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი