რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს და ტერორიზმთან კავშირში მყოფ პირთა გამოვლინებისა და "ნეიტრალიზების" მიზნით, ღონისძიებებს ატარებს.
"რია ნოვოსტი"-ს ინფორმაციით, ეს განცხადება რუსეთის შსს-ს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი მზად არის, ტერაქტების აღკვეთის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღოს.
31 ოქტომბერს, ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ბორტზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება გახდა. შესაბამისი განცხადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა, კრემლში, კატასტროფის გამოძიების შედეგებისადმი მიძღვნილ თათბირზე გააკეთა.
შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომლის განცხადებით, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს "დედამიწის ნებისმიერ წერტილში იპოვიან და დასჯიან".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.