თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
22-03-2022, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს უმასპინძლა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ალექსანდრე ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ამ ფონზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, შავი ზღვის რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის მნიშვნელობა აღნიშნეს.

 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმებისა და ფორმატების განხორციელებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა ალიანსის წინაშე ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებს.

 

ალექსანდრე ვინიკოვი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად 2022 წელს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოზიციაზე როზარია პუგლისი შეცვალა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი