საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და ახლადდანიშნულ თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა.
ლელა ჩიქოვანმა ვიცე-პოლკოვნიკ ბიორნ ოლე გეროუდასს საქართველოში თავდაცვის ატაშეს პოზიციაზე წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ლელა ჩიქოვანმა ნორვეგიელ დიპლომატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნორვეგიის აქტიურ ჩართულობაზე, ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიელი ექსპერტების წამყვან როლზე გაამახვილა.
ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიას შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობაც ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე საუბრის მთავარ თემას უკრაინაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა.
მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.