„გარანტირებული ნეიტრალიტეტის“ გამოცხადებასთან ერთად, ანუ გარანტორების (აშშ, რუსეთი, ნატო, ევროკავშირი) მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ავტომატურად უნდა ითვალისწინებდეს, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის დეოკუპაციას და უსაფრთხოების გარანტირებას, ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის ხელშეუხებლობას"!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაზედაც მრავალი წელია ვწერ და ვსაუბრობ!
საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ალაპარაკდნენ საქართველოს - სამხედრო მიუმხრობლობაზე, უბლოკო სტატუსზე თუ ნეიტრალიტეტზე, - დღეს, მათ მიერ ამ საკითხების "გააქტიურება ძალიან საეჭვოა", მსოფლიოში არსებული უმძიმესი საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მხედველობაში მაქვს, უკრაინაში მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო ომი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ!..
ესეც რომ არ იყოს, საქართველოს მიერ, "ცალმხრივად ინიცირება", ანუ - სამხედრო მიუმხრობლობის, უბლოკო სტატუსის თუ ნეიტრალიტეტის გამოცხადება, - სრულიად მიუღებელი და დანაშაულის ტოლფასია! იმიტომ, რომ ერთობლიობაში, ეს "სამივე სტატუსი" ვერ გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრობლემებს, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ქვეყნის დეოკუპაციას და უსაფრთხოებას, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის პირობებში!..
ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ - "გარანტირებული ნეიტრალიტეტის" (გარანტორები: აშშ, ნატო, ევროკავშირი, რუსეთი), გამოცხადების შემთხვევაში, - როდესაც გარანტორების მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში, სიტყვა-სიტყვით ჩაიწერება, ანუ "ერთ პაკეტში მოექცევა" შემდეგი ოთხი საკითხი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მისი დეოკუპაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის უპირობო შენარჩუნება!
ვიმეორებ, - საქართველოს "გარანტირებული ნეიტრალიტეტის", გამოცხადების პარალელურად, ანუ გარანტორების მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე ("იმავე დღეს, იმავე საათს, იმავე წუთს, იმავე წამს"!), უნდა მოხდეს, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის დეოკუპაცია და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პირობებში!..
დიახ, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხისგან "განცალკევებულად", არაფრის მომცემი, არაგარანტირებული ნეიტრალიტეტის გამოცხადება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული საერთაშორისო სამართალზე და არ იქნება გამყარებული ძლიერი საერთაშორისო გარანტორების ხელმოწერით, - გამოუსწორებელი და უპატიებელი სახელმწიფო დანაშაულია!!!
P.S. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ოკუპანტი რუსეთის მიერ, „რუსული ნეიტრალიტეტის“ სავარაუდო შემოთავაზება, რომელშიც იგულისხმება რუსეთის „ერთადერთი გარანტორობა“, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, ქართველმა ხალხმა მტკიცედ უნდა უარყოს, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.