კახა კალაძე: ექვსი დღეა შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის გზებს 24-საათიან რეჟიმში წმენდენ
23-03-2022, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად,შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

 

 

„დედაქალაქში მარტისთვის უჩვეულო დიდთოვლობაა. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეულ შეფერხებები შეიქმნა,თუმცა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ. დაიყარა 5000-მდე ტონა ტექნიკური მარილი. გაწმენდის სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. დარჩენილია მეორადი ქუჩები, შესახვევები, სადაც ვაწყდებით პრობლემებს. მაგალითად, ზოგ ადგილას ავტომობილები არის გაჩერებული და სპეციალურ ტექნიკას მუშაობაში უშლის ხელს. შეფერხებას გადაუღებელი თოვაც უშლის ხელს, თუმცა, განვაგრძობთ სამუშაოებს. ამ დრომდე, ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ გაჩერებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერმა თავის მოადგილეს,ირაკლი ბენდელიანს, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონების გამგეობების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 


„მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვისისა“ და გამგეობებისთითოეულ თანამშრომელს. ასევე, მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც ქუჩაშია და გაწმენდის სამუშაოებშია ჩართული. ვცდილობთ, თითოეული ქუჩა და ჩიხი გავწმინდოთ,თუმცა,მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით და საკუთარი სახლების ირგვლივ გაასუფთავებთ გზას, მადლობელი ვიქნებით. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. მადლობა ამ ადამიანებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი