დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვისბინების გადაცემას განაგრძობს
23-03-2022, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტიუსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით400 თბილისელი უსახლკაროოჯახის უზრუნველყოფა მოხდება.

 


„უსახლკაროების პროგრამა იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ფართებით უკვე ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრისის გარეშე არიან დარჩენილი. 400 ასეთიოჯახია, რომლებიც წლების განმავლობაში, დედაქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი და ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით ქირაში იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ იყვნენ და უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ჩვენ ვასრულებთ წინაასაარჩევნო დაპირებას, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ უნდა დარჩეს მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე. ყველა იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. დღეს გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთ ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 60 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. მომდევნო წლების განმავლობაში, 400-ვე ოჯახს დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებმა რაიონულ გამგეობებსა და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ.

 


„ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს გამგეობებს, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს, სადაც მიიღებენზუსტ ინფორმაციას სტატუსის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი