რომან გოცირიძე: სანამ „ახალი ენგური“ არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი „მეორე ენგური“ იყო ნამახვანი
23-03-2022, 13:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანამ „ახალი ენგური“ არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი „მეორე ენგური“ იყო ნამახვანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 


„საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა. მიმდინარე წელსაც დენის იმპორტი ხდება სომხეთიდან და რუსეთიდან. სომხეთი იგივე "გაზპრომია". სომხეთის მთელი ენერგეტიკა ეკუთვნის რუსეთს. ატომური ელექტროსადგური, თბოსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მაგისტრალური გაზსადენი, გაზის და ელექტროენერგიის შიდა ქსელი-ყველაფერი რუსეთის მფლობელობაშია(რკინიგზაც).

 


მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტი არაა პრობლემა-ენგურის ჰიდროელექტროსადგურიც რუსეთის კონტროლქვეშაა. სანამ „ახალი ენგური“ არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი „მეორე ენგური“ იყო ნამახვანი. იგი, როგორც მარეგულირებელი სადგური, ასევე იძლეოდა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობას. დღეს მისი პერსპექტივა ბუნდოვანია და რომც მოიძებნოს ახალი ინვესტორი, მის აშენებას მრავალი წელი დასჭირდება.

 


მთავრობა და მის მიერ წახალისებული და გამოზრდილი ექსტრემისტული ჯგუფები არიან დამნაშავეები ამ პროექტის გაჩერებაში. ანაკლიის და ნამახვანის ჩაძირვა იყო რუსეთის სპეცოპერაცია, რომელიც უგუნური ხელისუფლებისა და ადამიანების ხელით განახორციელა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი