თბილისის მერიამ, უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ერთი ოჯახი დააკმაყოფილა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში გვეტაძეების ხუთსულიან ოჯახში იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელი სახლის მიღება მიულოცა.
„დღეს გვეტაძეების ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადავეცით. ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ. ჯამში, საცხოვრებლით ათი ოჯახი დაკმაყოფილდა. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სტატუსის მინიჭებას ელიან. მათ არ იციან, რა არის ამისთვის საჭირო. ამ შემთხვევაში, უნდა მიმართონ შესაბამისი რაიონის გამგეობებს ან მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აქ აუხსნიან, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად რა დოკუმენტაციაა საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართით 10 ოჯახი უზუნველყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ბინებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.