საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოელ გენერლებს შეხვდა
23-03-2022, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს უმასპინძლა. ნატოს მოკავშირეთა სახმელეთო ძალების სარდლობის მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლა ძანელისთან და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორთან, გენერალ-მაიორ ფრანჩესკო დიელასთან საუბრის თავარი თემა ნატოს-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები, შავი ზღვის სტრატეგიულ დიალოგში ჩართულობა და რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემო იყო. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად საქართველო პარტნიორების მხარდაჭერით განაგრძობს რეფორმებს თავდაცვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები.

 


საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს მესამე სწავლებას, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები მასპინძლობს. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სწავლება ნათლად აჩვენებს საქართველოს საწვრთნელ შესაძლებლობებს, რომელიც უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ მრავალეროვნული წვრთნების ჩატარებისთვის პარტნიორებს მაღალი სტანდარტების, ფართომასშტაბიან და ეფექტიან საწვრთნელ გარემოს სთავაზობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი