ხვალ გახდება ცნობილი დაიკითხება თუ არა სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს დღეს თეთრაძის საქმეზე ბრალდებული ბაჩო ახალაიას ადვოკატებმა მიმართეს.
გარდა ამისა, ადვოკატებს რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ, მათ შორის ისინი მოითხოვენ საქმეზე ევროსაბჭოს რეზოლუციის დართვას, რომლის მიხედვითაც ბაჩო ახალაიასთვის თეთრაძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა, უკანონოა.
ადვოკატებმა დღესვე ითხოვეს ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაც. დაცვის მხარის მიერ დაყენებულ რამდენიმე შუამდგომლობას პროკურატურა შეეწინაღმდეგა. სასამართლო სხდომა ხვალ 16:00 საათისთვის გადაიდო.
ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.