GUARDIAN.GE - ყოფილმა რუსმა ნავთობმაგნატმა, ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მიხეილ ხადარკოვსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები იმავე შეცდომას უშვებენ ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში, რასაც მათი წინამორბედები ჰიტლერთან უშვებდნენ.
როგორც მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, იგი უკრაინაში მდგომარეობასა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე არსებულ სურათს შორის პარალელებს ხედავს.
„დასავლელი ლიდერები ამბობდნენ, რომ ჰიტლერის გაღიზიანების ეშინოდათ და ფიქრობდნენ, თუ რაიმე წინააღმდეგობას არ აჩვენებდნენ, საბოლოოდ ის გაჩერდებოდა. თუმცა, ამ შეცდომამ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა და იგივე შეცდომა მეორდება“, - განაცხადა მან.
გადასახადებისგან თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებით გასამართლებულმა ხოდარკოვსკიმ ათ წელზე მეტი გაატარა ციხეში. როგორც თავად ამბობს, მისი განადგურება კრემლის კამპანიის ნაწილი იყო. ახლა ის საზღვარგარეთ ემიგრაციაში ცხოვრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.