ნინოწმინდაში სათხილამურო ტურნირი გაიმართა, რომელიც მოთხილამურე თადევოს არზუმანიანის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გარდა, ბაკურიანიდან ჩასულმა სპორტსმენებმაც, 20-მა მოთხილამურემ მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ქალაქ ნინოწმინდის სპორტსკოლის ინიციატივითა და მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
14 წლამდე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა შოთა მაიტესიანმა, მეორე - დავით ჩუბკომ, ხოლო მესამე - ავაკ კარსლიანმა.
14-18 წლამდე ჯგუფში პირველი ადგილი არმენ ავეტისიანმა დაიკავა, მეორე ადგილი აღასი ოგანესიანმა, მესამე ადგილი სურენ პეტროსიანმა.
18 და ზემოთ ჯგუფიდან პირველი ადგილი ერვანდ სავოიანმა დაიკავა, მეორე ადგილი გევორგ ირიციანმა და მესამე ადგილი გრიგორ თოფუზიანმა.
მერის მოადგილემ, არმენ ბდოიანმა და კულტურის, სპორტის, ტურიზმის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა, თანამშრომლებმა (ორგანიზატორები) გრიგორ თოფუზიანმა და ვალერი ბროიანმა გამარჯვებულებს გადასცეს მედლები, დიპლომები, სიგელები და სუვენირები, რომელიც მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო․
ტურნირში მონაწილეობა მიიღო ბაკურიანელმა სამმა გოგომ - ანი მაიტესიანმა , ნინო ქარსაშვილმა და რიტა პეტროსიანმა , რომლებსაც გადაეცათ დიპლომები და სუვენირები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.