ვაკის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს 72 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსა
24-03-2022, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, ამ ეტაპზე, 72 სარეაბილიტაციო პროექტია დაფინანსებული. აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 352 262 ლარი გამოიყო.

 


კერძოდ, განაცხადების განხილვის შედეგად, ლიფტები 39 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 11 მისამართზე რეაბილიტირდა. კორპუსების გადახურვა - 8 მისამართზე განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 2 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 2 მისამართზე კი, სადარბაზოს კარი გამოიცვალა.

 


სხვადასხვა სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო
საჭიროებებს მოხმარდება.

 


ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი