ნინო ბურჯანაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია დამოუკიდებლად გამოვა არჩევნებში თუ კოალიციურ რეჟიმში
20-02-2014, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმში დღეს, IRI--ს ორგანიზებით, "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრების რეგიონული და რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

 

 

შეხვედრის დასაწყისში "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" აღნიშნული შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველი რეგიონალური კონფერენცია 2 კვირის წინ, კაჭრეთში ჩატარდა, სადაც "დემოკრატიული მოძრაობის" წევრები კახეთის რაიონის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 


"ეს შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ რეგიონებში, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ სერიოზული შედეგები მიიღოს. იმედია, ჩვენ მოვახერხებთ იმ ხმების დაცვას, რომელსაც მივიღებთ.

 


საუბარი იმასთან დაკავშირებით მოხდება თუ არა ოპოზიციის მხრიდან ერთიან კანდიდატზე შეთანხმება, ჯერჯერობით ნაადრევია იმიტომ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ კონსულტაციები რა თქმა უნდა არის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, პარტია დამოუკიდებლად გამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თუ ეს კოალიციურ რეჟიმში იქნება, ჯერ ნამდვილად არ არის მიღწეული. ბევრი რამ არის დამოკიდებული საკანონმდებლო ბაზაზეც და იმ ობიექტურ რეალობაზეც, რომელსაც ჩვენ ჩვენს რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს დავინახავთ" - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/37628-nino-burjanadze-saubari-imasthan-dakavshirebith-shethankhmdeba-thu-ara-erth-kandidatze-opozicia-jerjerobith-naadrevia.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი