ფოთში, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. როგორც guardian.ge-სთან საუბრისას, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე თოფურიამ აღნიშნა, ძლიერმა ქარმა ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ქარბორბალას შედეგად, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ქალაქის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება.
"ქარმა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სერიოზული ზიანი მიაყენა ფოთს. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ ეტაპზე, მოვახერხეთ აღდგენა და ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია. მხოლოდ ორი კორპუსია დარჩენილი სასაზღვრო ძალებთან, სადაც ჯერჯერობით დენი არ მიეწოდებათ. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები" - განმარტა თოფურიამ.
ზარალის ოდენობა, რომელიც ფოთში რამდენიმეწუთიანმა ქარმა გამოიწვია, ამ დრომდე არ არის დათვლილი.
დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სადაც წყლის ჩაჟონვა მოხდა. ნაბადასა და კუნძულის უბანში, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. მოგლეჯილია ხეები.
მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ.
ცნობილია, რომ დაზარალებულ მოსახლეობას, დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლება გაუწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.